Link back

მონაცემთა კონფიდენციალურობის შესახებ განცხადება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

2020 წლის 24 მარტი


საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომში - "სამინისტრო" ან "ჩვენ"), როგორც მონაცემთა დაცვაზე პასუხისმგებელი პირი ("მაკონტროლებელი"), ვალდებულია ფრთხილად მართოს მომხმარებლის მონაცემები  და სისტემატიურად დაიცვას ისინი. ასევე, მიაწოდოს მომხმარებელს გამჭვირვალე ინფორმაცია, განსაკუთრებით მონაცემთა შეგროვების და გამოყენების თაობაზე.

მონაცემთა დაცვის წინამდებარე დეკლარაციაში განმარტებულია, თუ რომელი მონაცემები შეგროვდება Stop Covid აპლიკაციის გამოყენების ფარგლებში და რა მიზნით დამუშავდება და შეინახება იგი.

იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტად იყოს ტექნიკურად დაცული ინფორმაცია, ჩვენ ვშიფრავთ  თქვენს სმარტფონზე, პროგრამის მიერ შეგროვებულ მონაცემებს და ასევე, გადავცემთ დაშიფრულ ინფორმაციას  სერვერზე.

ნებისმიერ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ Stop Covid აპლიკაცია ვერ მუშაობს ქვემოთ მოყვანილი მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების გარეშე

თუ გსურთ  თქვენი ანგარიშის მოგვიანებით წაშლა, ამის განხორციელება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, პროგრამის წაშლის გზით. ეს არ ეხება დაარქივებულ ინფორმაციას. ჩვენი ლეგიტიმური ინტერესების საფუძველზე, ეს ინფორმაცია ჩვენთვის ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია  და წაშლილი იქნება მაქსიმუმ 3 წლის ვადაში. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შენახვის პერიოდებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართეთ ინფორმაციის შესაბამის დამმუშავებელს.

შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენს  შესახებ შენახულ მონაცემებთან დაკავშირებით, გარდა ამისა, გარკვეულ პირობებში შეიძლება მოითხოვოთ თქვენი მონაცემების კორექტირება ან წაშლა. შეიძლება, ასევე, გქონდეთ უფლება შეზღუდოთ თქვენი მონაცემების დამუშავება, გააპროტესტოთ იგი და თქვენს მიერ მოწოდებული მონაცემები მიიღოთ სტრუქტურირებულ, გასაგებ და  წაკითხვად ფორმატში.

თუ  გაქვთ რაიმე შეკითხვები, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს მონაცემთა დაცვის ოფიცერს:

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

მიხეილ ჯანიაშვილი

ქ.თბილისი, აკ.წერეთლის N144.

info@moh.gov.ge

გარდა ამისა, თქვენ გაქვთ უფლება საჩივარით მიმართოთ საზედამხედველო ორგანოს (მაგ.: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს).


ინფორმაციის დამუშავების მიზნები

რეგისტრაცია, ხელშეკრულებების მართვა

პროგრამის გამოყენებისათვის რეგისტრაცია საჭირო არ არის. ჩვენ უზრუნველვყოფთ მომხმარებლის ანონიმური ID-ის გენერირებას, რათა დადასტურდეს თქვენს მიერ სისტემაში ყოფნა.

გაფრთხილება ინფექციის რისკის შემთხვევაში

აპლიკაცია გამოიყენება იმისთვის, რომ დაადგინოს შეხვდით თუ არა აპლიკაციის  სხვა მომხმარებლებს. მისი მიზანია, მომხმარებლები გააფრთხილოს, იმ შემთხვევაში თუ მათ ჰქონდათ კონტაქტი COVID-19-ით ინფიცირებულ პირ(ებ)თან. ამ მიზნით, ჩვენ ვაგროვებთ, ვამუშავებთ და ვინახავთ მონაცემებს ლოკალურად თქვენს მოწყობილობაში, იმ ხელშეკრულების შესასრულებლად,

რომელიც გენერირდება  თქვენს სმარტფონზე. თუ თქვენ შეატყობინებთ, რომ თქვენ თვითონ ხართ ინფიცირებული, სხვა მომხმარებლებთან თქვენი შეხვედრების შესახებ ინფორმაცია აიტვირთება ჩვენს სერვერზე. ასევე, შეგიძლიათ, ნებაყოფლობით წარმოადგინოთ თქვენი მდებარეობის შესახებ ინფორმაცია, რაც ხელს შეუწყობს  გადამდები დაავადების წინააღმდეგ ბრძოლას. მონაცემები ინახება შეთანხმების მოქმედების პერიოდში და არაუმეტეს 3 წლის ვადით, კვლევის საჭიროებიდან გამომდინარე.

კომუნიკაცია, მომხმარებელთა მოგზაურობა

ჩვენ დაგიკავშირდებით შეტყობინებების საშუალებით, თქვენი თანხმობის გარეშე, შეთანხმების  ფარგლებში.

 

ამ მიზნით, ჩვენ ვაგროვებთ, ვამუშავებთ და ვინახავთ შემდეგ მონაცემებს:

ჩვენ მონაცემებს გავაზიარებთ ჩვენს ტექნოლოგიების პროვაიდერთან - NOVID20 - Technologieplattform zum Krisenmanagement (არასამთავრობო ორგანიზაცია), ავსტრია. ისინი იმოქმედებენ, როგორც ჩვენი სერვისის გარე მომწოდებლები და დაუმუშავებელი ან დამუშავებული ფორმით მოახდენენ მონაცემების სამუშავებას, როგორც ეს საჭირო იქნება შემდეგისთვის:  

სამომავლოდ, ჩვენ გავააქტიურებთ ისეთ ფუნქციას, რომელიც საშუალებას იძლევა ერთი მიზნის მქონე აპლიკაციების ქვეყნებს შორის ანალიზისა და მონაცემთა მოდელირების მიზნით, გააქტიუროს საერთაშორისო თავსებადობა. ეს ხელს შეუწყობს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლას გლობალური მასშტაბით. ამ მიზნებისთვის, NOVID20 იმუშავებს საკუთარი პასუხისმგებლობის ქვეშ. ამასთან, ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, როდესაც თქვენ აღნიშნულზე თანხმობას განაცხადებთ აპლიკაციის საშუალაბით. NOVD20–ის კონფიდენციალურობის პოლიტიკა შეგიძლიათ იხილოთ აქ.

შეტყობინებების გაგზავნის და მონაცემების ანალიზის მიზნით, ჩვენ ვიყენებთ გარე მომსახურების პროვაიდერებს

Dolphin Technologies GmbH - "Dolphin", ავსტრია

ჩვენს მიერ შეგროვებული ყველა მონაცემი, დაუმუშავებელი ან დამუშავებული ფორმით, რომელიც საჭიროა ანალიზისა და მონაცემთა დამუშავებისთვის, პერსონალურად მორგებული კომუნიკაციის შექმნა და შეტყობინებების შემდგომი გაგზავნა

Peaberry Software Inc. - "Customer.io", აშშ

ჩვენს მიერ შეგროვებული ყველა მონაცემი, დაუმუშავებელი ან დამუშავებული ფორმით, რომელიც საჭიროა ანალიზისა და მონაცემთა დამუშავებისთვის, პერსონალურად მორგებული კომუნიკაციის შექმნა და  შეტყობინებების შემდგომი გაგზავნა

მონაცემები ინახება  შეთანხმების მოქმედების პერიოდში და არაუმეტეს 3 წლის ვადით. 

შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელი ახორციელებს იმ მონაცემების დამუშავებას,  რომელიც აუცილბელია ჩვენი მიზნების მისაღწევად. აშშ-ში მდებარე სერვისის მომწოდებლები ექვემდებარებიან ევროკავშირისა და აშშ-ს კონფიდენციალურობის შეთანხმების წესებს პერსონალური მონაცემების დასაცავად. 

მომსახურების გაფართოება და გაუმჯობესება

მონაცემების დამუშავების მიზანია საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამ მიზნის მისაღწევად არ შემოვიფარგლებით სხვა მომხმარებლების ID-ების შეგროვებით, რომელთანაც თქვენ გქონდათ ურთიერთობა, არამედ, ასევე, მოვიცავთ სხვა სახის ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა წარსული გეოლოკაციები. ამ ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ყველა შეგროვებული მონაცემი (ადგილმდებარეობის მონაცემები, Bluetooth მონაცემები და ა.შ.), რომ შეიქმნას და შენახული იქნას მონაცემები მომსახურების გაღრმავებისა და გაუმჯობესების მიზნით. მონაცემები ინახება შეთანხმების მოქმედების პერიოდში და არაუმეტეს 3 წლის ვადით, რათა  ჩვენი კვლევის მიზნებისთვის იქნეს გამოყენებული. 

გამოყენების ოპტიმიზაცია, მომხმარებლის მომსახურება

ჩვენ ვცდილობთ უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი მომსახურება ნებისმიერ დროს ოპტიმალურად ფუნქციონირებდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ყოველთვის ამას ვერ ვახერხებთ. იმისათვის, რომ მუდმივად გავაუმჯობესოთ მომხმარებლის აპლიკაციასთან ურთიერთობის გამოცილება და შეგვეძლოს ოპტიმალურად გავითვალისწინოთ თქვენი მოთხოვნები, ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ პროგრამის გამოყენებასთან დაკვშირებულ შემდეგ მონაცემებს:

მონაცემები ინახება  შეთანხმების მოქმედების პერიოდში და არაუმეტეს 3 წლის ვადით.

ჩვენი სერვისების ოპტიმიზაცია

Firebase მომსახურება

ჩვენ ვიყენებთ Google Firebase სერვისებს ჩვენი სერვისების მუშაობისა და გამოყენების გაუმჯობესების მიზნით და ჩვენი კომუნიკაციური ძალისხმევის ეფექტურობის გასაზომად. ჩვენ არ ვაზიარებთ პერსონალურ ინფორმაციას მომსახურების მიმწოდებლებთან (ანუ ჩვენ ვაგზავნით ინფორმაციას ფსევდონიმით), მაგრამ ჩვენ ვაზიარებთ ინფორმაციას, როგორიცაა თქვენი სარეკლამო ID, რომელიც დაკავშირებულია პირად ინფორმაციასთან, რათა შესაძლებელი გახდეს ჩვენთვის განვახორციელოთ  შეფასებები. ჩვენ აღნიშნულს ვახორციელებთ ლეგიტიმური მიზნებისთვის, რათა დადგინდეს წარმატებულია თუ არა ჩვენი საკომუნიკაციო ძალისხმევა და მოვიპოვოთ ინფორმაცია ჩვენი აპლიკაციის გამოყენების შესახებ, რომ გაუმჯობესებული იქნეს მისი გამოყენების გზები. აპლიკაციის შეფასების მიზნებისთვის მონაცემები ინახება შეთანხმების მოქმედების პერიოდში და არაუმეტეს 18 თვის ვადით. 

ამ მიზნით ჩვენ ვამუშავებთ:

ამ ამოცანების შესასრულებლად, ჩვენ გამოვიყენებთ  გარე მომსახურების პროვაიდერებს:

Google LLC, აშშ

Google Ireland Limited, ირლანდია

Firebase მომსახურება

Facebook Inc, აშშ

აშშ-ს სერვისის მომწოდებლები ექვემდებარებიან ევროკავშირსა და აშშ-ს კონფიდენციალურობის შეთანხმების წესებს, პერსონალური მონაცემების დასაცავად.

Google Firebase:
https://support.google.com/firebase/answer/6318039?hl=de&ref_topic=6317497

https://firebase.google.com/terms/analytics/

https://docs.fabric.io/apple/fabric/data-privacy.html 

თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს,  კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, გაასაჩივროთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი საჩივრის შემთხვევაში, ჩვენ აღარ დავამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, გარდა იმ შემთხვევისა თუ  არსებობს ისეთი მიზეზი, რომელიც აბათილებს თქვენს ინტერესებს, უფლებებსა და თავისუფლებას. თუ გსურთ ასეთი საჩივრის შეტანა, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს მონაცემთა დაცვის ოფიცერს! 

სტატისტიკური შეფასებები

ჩვენ ვიყენებთ შეგროვებულ მონაცემებს შეფასებისთვის და ვაქვეყნებთ ან ვუზიარებთ ამ შეფასებებს პარტნიორებს პუბლიკაციების, კვლევების, ანგარიშების სახით, და ა.შ. ანონიმურობის დაცვით.

ჩვენ ვიცავთ თქვენს მონაცემებს, ვამუშავებთ და არ გადავცემთ სხვა პირებს, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.